ავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა-ამის შესახევ ,,თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს.

ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

 

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ „შაბათის კურიერი“ მის კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა