ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. სანქციები ძალაში 2019 წლის 15 მარტამდე იქნება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

ე.წ. შავი სიის ფიგურანტი 155 ფიზიკური პირის და 44 ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვას და ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებას.

სანქციები ბრიუსელმა უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევის გამო დააწესა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას არჩევანს პატივს ვცემ
შემდეგი სტატიაავტობუსები პეკინის გამზირის ნაცვლად კალანდაძისა და საბურთალოს ქუჩებით იმოძრავებენ