,,რუსეთთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა”

რუსეთთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, თუ რა ეტაპია დღეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგი ლავროვის შეფასებაზე, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის შესახებ გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, დიალოგისთვის კარი უნდა იყოს ღია, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საქართველოს ინტერესებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ცნობილია უარყოფითი და ნეგატიური კონტექსტით, მაგრამ ის გახლავთ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. რუსეთთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, თუ რა ეტაპია დღეს. ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში ოკუპანტი კვლავ აქტიურად ცდილობს რაღაც ნაბიჯების გადადგმას, შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება დიალოგს, თუ ეს იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, დიალოგის კარი უნდა იყოს ღია, მაგრამ ეს დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, რაც ეს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტოავარიის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია,,სარეზერვო ფონდის პროექტებით პრეზიდენტი პიროვნულ შეხებაშია საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა დაუტოვონ მას ეს შესაძლებლობა”