ავტოავარია წალენჯიხაში

წალენჯიხის რაიონის მაზანდარას უბანში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო სამედიცინო ბროგადა, რომლებმაც დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილიგზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და ბორდიურს შეეჯახა.

banner
წინა სტატიაშიორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე: „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას პირადად ივანიშვილი ეწინააღმდეგება“