ავსტრიის ვიცე-კანცლერი გუშინ გავრცელებული სკანდალის გამო გადადგა

შაბათს, 18 მაისს ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახი თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს ნაბიჯი უკავშირდება გუშნ აგვრცელებულ სკანდალს, რომელმაც მტელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მასალები Süddeutsche Zeitung-მა და Spiegel-მა გამოაქვეყნეს 17 მაისს. გავრცელებულ ვიდეოფირზე გადაღებულია შტრახესა და “მდიდარი რუსის” შეხვედრა იბიცაზე 2017 წელს. შეხვედრას ვიცე-კანცლერის გარდა ესწრებიან მისი თანამებრძოლი და პარლამენტში პარტია FPÖ-ს ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი და მისი მეუღლე, უცნობი მამაკაცი და ქალი, რომელიც ძირითადად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს.

ავსტრიელებს რუს ქალს აცნობენ, როგორც ალიონა მაკაროვას, რომელიც პუტინის წრიდან ერთ-ერთი ოლიგარქის ძმისშვილია და რომელსაც, თითქოს სურვილი აქვს მილიონობით ევრო ჩადოს ავსტრიაში. შეხვედრის ადგილას, როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი ფარული კამერა იყო დამონტაჟებული, თვითონ რუსი კი “სატყუარა” იყო.
რუსი ქალი ავსტრელ პოლიტიკოსს და მის კომპანიონს პირობას აძლევს, რომ ვენის გაზეთ Kronen-Zeitung-ის 50%-ს იყიდის, რომ გაზეთიდან ვიცე-კანცლერის პარტიის ხაზის გატარება მოხდეს. საპასუხოდ კი, ქალი “ურთიერთგაგებას” ითხოვს.

შეხვედრა 7 საათი გრძელდებოდა. შტრახი, რუსული მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქალს საეჭვო წინადადებას სთავაზობს. სხვა მრავალთა შორის, ის ამბობს, რომ FPÖ-ს მთავრობაში მონაწილეობის შემთხვევაში, ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag ვეღარ მიიღებს სახელმწიფო შეკვეთებს და ყველა შეკვეთა რუსებთან გადავა. გარდა ამისა, ვიცე-კანცლერი რუს ქალს ასწავლის თუ როგორ უნდა აუაროს გვერდი ავსტრიულ კანონებს.

შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები არ მიუღიათ. თუმცა, მხარეებმა კონტაქტის გაგრძელება დათქვეს

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში საკრებულოს ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო ბანერი მოიპარეს
შემდეგი სტატიაევროპელი პოპულისტების ახალი ალიანსი “ახალ ერას” აანონსებს