ევროპელი პოპულისტების ახალი ალიანსი “ახალ ერას” აანონსებს

ევროპელი მემარჯვენე პოპულისტების ახალმა ალიანსმა კონტინენტზე სწრაფი ისტორიული ცვლილებები დააანონსა. “ჩვენ ახალი ერას ვიწყებთ” – განაცხადა “ალტერატივა გერმანიისთვის” თანადამფუძნებელმა იორგ მოიტენმა 18 მაისს მილანში ათასობით მემარჯვენე პოპულისტისა და ნაციონალისტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ევროპა “ტექნოკრატების თავმომწონეობამ დაანგრია… მოდით, ეს ელიტები პოლიტიკური მეთოდებით დავამხოთ” – თქვა მან და იქვე მყოფებს მოუწოდა ევროპარლამეტზე მათ ალიანსს მისცენ ხმა.

დემონსტრაციაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ნიდერლანდელი და ავსტრიელი პოპულისტები.
პოპულისტები ევროპარლამენტში ერთიანი ფრაქციის შემქნაზე ფიქრობენ. ამავე დროს, ალიანსს ერთიანი პროგრამა არა აქვს. ფრაქციაში შესვლას აპირებენ “ალტერატივა გერმანიისთვის”, იტალიური “ლიგა”, დანიური სახალხო პარტია, ავსტრიული თავისუფლების პარტია, ფრანგული “ერვნული გაერთიანება” და ესტონელი პოპულისტები.

ევროპარლამენტის არჩევნები ერთ კვირაში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის ვიცე-კანცლერი გუშინ გავრცელებული სკანდალის გამო გადადგა
შემდეგი სტატიაზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან ე.წ. ფაიფურის დასახლებაში სროლის ხმა ისმოდა