ავსტრიის კანცლერი: ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად შეიძლება, არა მის წინააღმდეგ

ევროკავშირის სამიტამდე, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება, სებასტიან კურცმა რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან კმაყოფილება გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჟენევის შეხვედრასთან დაკავშირებით და ელჩის დაბრუნებით, რაც ორ დიდ სახელმწიფოს შორის დიალოგის შესაძლებლობას ხსნის.

კურცი მხარს უჭერს ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგს უთანხმოებების მიუხედავად. “ევროკავშირშიც უნდა გავიაროთ ეს გზა. აუცილებელია დიალოგზე დავრჩეთ და უთანხმოების შემთხვევაში პრინციპულ ხაზს გავყვეთ, მაგალითად, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით” – კურცის განცხადებაშია ნათქვამი. “იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები დავიცვათ და ურთიერთობებში მორიგი ნეგატივისგან დავიცვათ თავი, დიალოგის არხები ღია უნდა გვქონდეს” – თქვა ავსტრიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 16 ივნისს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი აცრილია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიააშშ-ში ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატების აკრძალვა სურთ კოსმეტიკაში