აშშ-ში ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატების აკრძალვა სურთ კოსმეტიკაში

აშშ-ს კონგრესში შესულია კანონპროექტი კოსმეტიკის პროდუქტებში ქიმიური კომპონენტის აკრძალვის შესახებ, რომლებიც ცნობილია როგორც PFAS და რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან დიდი ზიანს აყენებს.
სამშაბათს ჟურნალ Environmental Science & Technology Letters-ში გამოქვეყნებული ექსპერტთა ჯგუფის კვლევაში ნათქვამია, რომ PFAS აშშ-სა და კანადის კოსმეტიკის 52%-ში შედის. ეს არის ლოსიონები, ფრჩხილების ლაქები, საპარსი კრემები, ტუჩსაცხები, ტუში და თვალის კოსმეტიკური საშუალებები. PFAS-ი წყალმდგრადი პროდუქტების 82%-ში აღმოჩნდა.

PFAS არის 4700-ზე მეტი ხელოვნური სინთეთიკური ნივთიერების ჯგუფი, მათგან ყველაზე ცნობილია ნივთიერება სახელად ტეფლონი. მათ, ასევე, “მუდმივ ქიმიკატებს” უწოდებენ, რადგანაც ბუნებრივ პირობებში ის არ ქრება. მეცნიერები ამბობენ, რომ რეალურად ნივთიერებების დაშლის პერიოდი არც იციან – “ბიბისი” წერს.

როგორც მკვლევარები წერენ, PFAS-ის ორგანიზმში მოხვედრა კიბოს რისკს ზრდის.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის კანცლერი: ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად შეიძლება, არა მის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმების შედეგად ქერჩი დაიტბორა (ფოტო)