ავსტრიელი დიპლომატები სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ

ავსტრიელი დიპლომატები სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ და მათმა საელჩომ უკრაინის დედაქალაქში განაახლა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

“ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ. დიდი მადლობა მათ”. – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა, ევროპის ბედი აქ წყდება – ზელენსკი
შემდეგი სტატიაის, რომ ვინმეს ოფშერულ კომპანიაში წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს – ქადაგიშვილი ივანიშვილზე