ის, რომ ვინმეს ოფშერულ კომპანიაში წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს – ქადაგიშვილი ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ის, რომ ვინმეს ოფშერულ კომპანიაში წილი აქვს, არ ნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს. ასე გამოეხმაურა ის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში, ოფშორული კომპანიის საშუალებით სულ მცირე, ერთ კომპანიას ფლობს.

“ის რომ ვიღაცას რაღაცა ოფშორში რაღაცა წილი აქვს, არ ნიშნავს ეს რომ ის რაღაცნაირად სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაშია და რაღაცა. მითუმეტეს, ეს ყველაფერი საერთოდ ომი სანამ დაიწყებოდა და რაიმე სანქცია გამოიცემოდა, მაშინდელი მონაცემებია. აქედან გამომდინარე, აქ ხდება ჩვეულებრივი მანიპულირება, ამ მანიპულაციებით უნდათ რამენაირად ქვეყანა დააზიანონ”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

TI-ის ცნობით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ – “სიახლე აქ ისაა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა”.

banner
წინა სტატიაშიავსტრიელი დიპლომატები სამუშაოდ კიევში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის ჩანაწერზე ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ