ავსტრიამ თურქეთის ელჩი ერდოღანის წყევლის გამო გამოიძახა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრ შალენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის სიტყვები უარყო და თურქეთის ელჩი გამოიძახა.

“ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი პირზე ქაფით ვერ მოგვარდება” – შალენბერგმა თქვა.

ორშაბათს ერდოღანმა პალესტინის კონფლიქტში ავსტრიის მიერ ისრაელისადმი გამოხატურლი სოლიდარობა დაგმო.

“მე ვწყევლი ავსტრიის სახელმწიფოს. ალბათ, მას უნდა, რომ მუსლიმებმა გადაიხადონ ებრაელების გენოციდის გამო” – თურქეთის პრეზიდენტმა თქვა – eurointegration-ი წერს. ერდოღანმა, ასევე, ავსტრიის შს მინისტრი კარლ ნეჰამერი გააკრიტიკა და მას “ანტითურქულ” გამოსვლებში დასდო ბრალი წმინდა “შიდაპოლიტიკური მოსაზრების” საფუძველზე.

“პრეზიდენტ ერდოღანის ამ აბსურდული განცხადებების გამო თურქეთის ელჩი დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა გამოძახებული მისთვის ავსტრიის პოზიციის გადასაცემად” – შალენბერგმა თქვა.

“ჰამასი” ტერორისტული ორგანიზაციაა. ჩვენ მას არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ თავს მოგვახვიოს როგორ მოვიქცეთ” – შალენბერგმა განაცხადა. “ისეთ სახელმწიფოებზე მრავალმხრივი თავდასხმების წყალობით, როგორიც ავსტრიაა, რომლებიც ისრაელს მხარს უჭერენ ტერორის პირისპირ, თურქი პოლიტიკოსები საკუთარი საშინელი სამართლის დემონსტრირებას ახდენენ ისევ. ცეცხლში ნავთის შეკეთების ნაცვლად, თურქეთმა სასწრაფოდ დეესკალაციას უნდა შეუწყოს ხელი”.

რამდენიმე დღის წინ ავსტრიამ სახელმწიფო შენობებზე ისრაელის დროშა აღმართა იმის ნიშნად, რომ ის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ისრაელს უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს
შემდეგი სტატიაTDI ჯაღმაიძეზე: დმანისზე გაკეთებული განცხადება ძალადობას ახალისებს, შუღლს აღვივებს