თბილისის მერია პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს

თბილისის მერია პეკინის გამზირის N41-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებით, სასტუმროში განათავსებს, შემდეგ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს.
 
საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დღესვე, სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს.
 
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა.
 
თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სასტუმროში დააბინავებს და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.
 
პროცესში თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობისა და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა
შემდეგი სტატიაავსტრიამ თურქეთის ელჩი ერდოღანის წყევლის გამო გამოიძახა