ავსტრალიის ნაკრებს რიოში საცხოვრებელი არა აქვს

ავსტრალიის ნაკრებს რიოში საცხოვრებელი არა აქვს

6 (1)ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ნაკრები უარს აცხადებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში იცხოვროს, სადაც სპორტსმენებს გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი. მათი თქმით, მათთვის განკუთვნილ აპარატამენტებში წარმოუდგენლად ცუდი პირობებია -წერს “ბიბისი”.
ავსტრალიის დელეგაციის მეთაურმა კიტტი ჩილერმა განაცხადა, რომ საცხოვრებელში დამტვრეულია ტუალეტები, სადენები ჩანს კედლებიდან, წყლის მილებიდან წყალი წვეთავს და კიბეების განათება არ მუშაობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო ზომები მიიღეს სიტუაციის გამოსასწორებლად, შეუძლებელია ითქვას, მოესწრება თუ არა მათი შეკეთება.
სპორტსმენები მეზობელ სასტუმროში განათავსეს.

banner
წინა სტატიაში(video) ყარამანიშვილები:ბრძოლა სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო
შემდეგი სტატია(video) უკრაინელი დეპუტატი სხდომის დროს პორნოგრაფიით იქცევდა თავს