(video) ყარამანიშვილები:ბრძოლა სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო

 

yaramanashvili“რუსთავი 2”-ის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ ბრძოლა სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, ხოლო წინა ორი ინსტანციის მოსამართლეები მის დავალებებს ასრულებდნენ.

ყარამანიშვილები ფიქრობენ, რომ როგორც უკრაინაში გაასამართლეს კორუმპირებული მოსამართლეები, იგივე მოხდება საქართველოშიც.

“ჩვენ “რუსთავი 2”-ს შევინარჩუნებთ ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი დღით არ შევწყვეტთ ბრძოლას და “რუსთავი 2″ დარჩება ხალხის სამსახურში”, – აცხადებს გია ყარამანიშვილი.

“თუ უზენაესი სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში სრულად გავა სამართლებრივი სივრციდან, როგორც წინა ორი სასამართლო. ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლებრივი, ეს იქნება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ყოველთვის არის პოლიტიკური პასუხი. ამ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს გაბრაზებული კოლექტივი და საზოგადოება, ეს უკვე მთლიანად გადის ჩვენი კომპეტენციის სივრციდან”, – აცხადებს ყარამანიშვილი.

ლევან ყარამანიშვილის თქმით, ყველას ესმის, რომ ეს არის არა ქონებრივი დავა, არამედ პოლიტიკური და სიტყვის თავისუფალებაზე დარტყმა.

ტელეკომპანიის მფლობელები ამბობენ, რომ ისინი სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულან და არც მომავალში ჩაერევიან. მათი თქმით, მთავარია “რუსთავი 2”-ს ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური კურსი.

ყარამანიშვილები არ მალავენ, რომ ახლოს იცნობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსაც, თუმცა ამბობენ, რომ პირადი კავშირები არასდროს არ გამოუყენებიათ.

 

https://youtu.be/2HoLqTsOJ44

 

 

banner
წინა სტატიაშიმესიმ თმები ქერად შეიღება
შემდეგი სტატიაავსტრალიის ნაკრებს რიოში საცხოვრებელი არა აქვს