ავღანეთში სამი თვითმკვლელი სამხედრო ბაზას დაესხა თავს

სამი თვითმკვლელი-ტერორისტი ქვეყნის დასავლეთით ჰოსტის პროვინციაში ავღანურ სამხედრო ბაზას დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, შვიდმა ჭრილობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე სამი ტერორისტის ცხედარი აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ბოევიკები, ასევე, თავს დაესხნენ სამხედრო ჰოსპიტალს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, სამედიცინო პერსონალი და სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საავადმყოფოს დაცვაში იდგა. ერთი კვირით ადრე კი, ქაბულში ორმაგი აფეთქება მოხდა.
ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანი” მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპს ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნების ფონდების დაფინანსება არ სურს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: გალარების პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახით დამათვრდა