ტრამპს ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნების ფონდების დაფინანსება არ სურს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ახალი ფედერალური ბიუჯეტი წარადგინა, სადაც ხელოვნების ეროვნული ფონდის და ჰუმანიტარული მეცნიერებების დაფინანსებების გაუქმების შესახებ წინადადება წამოაყენა – The New York Times-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს ისტორიაში პირველად ხდება, როცა სახელმწიფოს მეთაურს სურს გააუქმოს ფონდები, რომელიც 1965 წლიდან არსებობს. გარდა ამისა, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა წინადადება წამოაყენა საზოგადოებრივ მაუწყებელს PBS და საზოგადოებრივ რადიოს NPR-ს დაფინანსება შეუწყვიტონ.
ტრამპის ახალ ფედერალურ ბიუჯეტს აშშ-ს კონგრესი განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: ეს კომისია საკონსტიტუციო გადატრიალებას ახორციელებს
შემდეგი სტატიაავღანეთში სამი თვითმკვლელი სამხედრო ბაზას დაესხა თავს