ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცესკო-ს წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ.

ამასთან, საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაში„დღეს არჩევანი არის ცვლილების მცდელობის დასაწყისსა და ისევ რეგრესის დატოვებას ან დარჩენას შორს“ – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა მუხიანში – სროლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი