„დღეს არჩევანი არის ცვლილების მცდელობის დასაწყისსა და ისევ რეგრესის დატოვებას ან დარჩენას შორს“ – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი პარტია „საბრალოდ“ გამოჩნდა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ძალების თუ ხელისუფლების სიგლახე კაცთა მოდგმას და ქართველთა მოდგმას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ საბრალოდ არ უნდა გამოვჩნდეთ, რაც დავინახეთ ჩვენ პირველი ტურის შემდეგ და ვისურვებდი, რომ არც მეორე ტურის შემდეგ იყოს საბრალოდ არც ერთი პოლიტიკური ძალა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ „კვირის აქცენტებში“

მიტროპოლიტმა საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ჩართულობაზეც ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ უფრო არის რაღაც პრობლემა გლობალური შეფასებისა მოვლენების და ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ მათ შორის არის ბევრი გულწრფელი, ნებსით თუ უნებლიედ ამბობს იმას, როგორც ხედავს, წარმოუდგენია ან რაღაც გავლენის ქვეშ არის.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრეს თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, როდესაც ხელისუფლებამ, თავდაპირველად დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადებულ სალომე ზურაბიშვილს ხმარდაჭერა გამოუცხადა.

„როდესაც 5 წლის შემდეგ, ისევ ხელისუფლება აბსოლუტურად ლოგიკურად და მისი ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, საერთოდ ოპოზიციას დავუთმოთ, აბსოლუტურად ლოგიკური და დიდსულოვანი იქნებოდა ეს ნაბიჯი და შინაგანად მივესალმე, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, ესეთი რადიკალური ცვლილება, რაც შემდეგ მოხდა, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, ახლა საერთოდ გაითავისეს და უფრო მეტიც, თვითონ მთლიანად პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია, რაც ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო. ბოლო მოვლენებში მეუფე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტსაც გულისხმობს. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ გამოსავალი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაშია.

„ახლა კი გამოსავალი, ვფიქრობ არის იმაში, რომ აუცილებლად, ოპოზიციური კანდიდატი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის 28 ნოემბერს საკუთარ არჩევანს გააკეთებს:

„დღეს არჩევანი არის ცვლილების მცდელობის დასაწყისსა და ისევ რეგრესის დატოვებას ან დარჩენას შორს.“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია, სამტრედიაში ამომრჩევლებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართება