ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა.

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.

ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში პატრულირებისას, 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა. ხოლო უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს