ავღანეთში 600 ათასი ბავშვი შიმშილობს

ავღანეთში 600 ათასი 5 წლამდე ბავშვი ძლიერი უჭმელობისგან იტანჯება, იმავე ასაკის 1,4 მილიონი ბავშვი კი – ნაკლები უჭმელობისგან – იგივე მდგომარეობაა იემენსა და სუდანში, სადაც სამოქალაქო ომები მიდის – გაეროს ბავშვთა ფონდმა 24 მაისს ჟენევაში გამოაქვეყნა – წერს “დოიჩე ველე”. იუნისეფის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სამ კვირაში მინიმუმ 7 მილიონი დოლარი უნდა შეაგროვონ, რომ ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების 70% მაინც გამოკვებონ, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ახალქალაქში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა
შემდეგი სტატიაინდოეთის პრემიერის პარტიამ 303 ადგილი მიიღო პარლამენტში