ავარია თურქეთში: დაკავებულია ქართველი მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამართალდამცავებმა ქართველი მძღოლი დააკავეს.

თურქული მედიის ცნობით, ავარია კაისერის რაიონში მოხდა.

პინარბაში-მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა.

ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა უკრაინის უმაღლეს რადაში მეექვსე პლენარულ სესაის გამართვას
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური ხოშტარიას: ქალების კაპოტი.. შეგერგოთ, გოგოებო!