თამაზ მეჭიაური ხოშტარიას: ქალების კაპოტი.. შეგერგოთ, გოგოებო!

“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას ფოტო დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გააზიარა წარწერით “ქალების კაპოტი.. შეგერგოთ, გოგოებო!”.

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გუშინ “კაპოტზე” გაშლილი სუფრის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა “ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ეხლა კი ღირსეულ წაგებას”.

რამდენიმე დღით ადრე, პოლიტიკოსმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება “კაპოტზე” გაშლილი სუფრით აღნიშნა.

banner
წინა სტატიაშიავარია თურქეთში: დაკავებულია ქართველი მძღოლი
შემდეგი სტატია7 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ 23 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა