ავარია თელავში – დაშავებულია ორი ადამიანი

თელავში მომხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს “ვოლკსვაგენის” და “ბმვ”-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ორივე ავტომობილის მძღოლმა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის სასაფლაოზე მომხდარი სადისტური მკვლელობის ქრონიკა:63 წლის მამაკაცს ყბა ბარით ჩამოათალეს და კიდურები დაუწვეს