წალენჯიხის სასაფლაოზე მომხდარი სადისტური მკვლელობის ქრონიკა:63 წლის მამაკაცს ყბა ბარით ჩამოათალეს და კიდურები დაუწვეს

დღეს, წალენჯიხელ სერგო კვარცხელიას 63 წელი შეუსრულდებოდა, რომელიც სასტიკად აწამეს – ყბა საკუთარი ბარით ჩამოათალეს, კიდურები დაუმტვრიეს და სიკვდილის პირას მყოფი დედას გავარვარებული ურიკით მიუყვანეს. ეს საზარელი ამბავი ორი ათეული წლის წინ მოხდა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
1998 წლის 3 მარტს, წალენჯიხაში ხმა გავრცელდა, საფლავი გაძარცვესო.
ჭირისუფლებმა ეჭვი ბარ-ნიჩბის პატრონზე – 40 წლის სერგო კვარაცხელიაზე მიიტანეს, რომელიც თავს საფლავების მოპირკეთებით ირჩენდა. გავრცელებული ინფორმაციით, განსვენებულს ჯიბეში აღარც 100 დოლარი ედო და არც – ნარკოტიკი, თუმცა „კრიმანულმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, კვალი დაეფარა, ანუ მიცვალებულის გაქურდვა მას რომ არ დაბრალებოდა, იერიში მესაფლავეზე მიიტანა. მიცვალებულს ოქროს ცეპი და ბეჭედი ეკეთა. აკლდა მხოლოდ ნარკოტიკი და ცალი ფეხსაცმელი. კრიმინალური ბანდა სერგო კვარცხელიას სახლში სწორედ, რომ ამ ცალ ფეხსაცმელს ეძებდა. პოლიციამ ცალი ფეხსაცმელი სერგოს სახლში იპოვა, რომელიც ბანდის წევრებმა პოლიციის მისვალმდე დადეს.
მიცვალებულის ახლობლებმა და ე.წ ძველმა ბიჭებმა სერგო კვარცხელიას ყბა საკუთარ ბარით ჩამოათალა , ალაგ-ალაგ სხეული დაუწვა, თვალი ამოთხარა, ყური მოაჭრა,ნემსით გულ-მკერდი დაუსერა, კიდურები დუმტვრია და სანამ ასე დასახიჩრებულ შვილს დედას მიუყვანდნენ, სერგო კვარცხელია ბრბომ საავადმყოფოდან გაიტაცა. როგორც ადგილობრივი მედპერსონალი იხსენებს, კვარცხელიას ფეხებში მოკიდეს ხელი და მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე ათრიეს.ვერავინ ვერ შეძლო ხმის ამოღება. ყოველ სართულზე აჩერებდნენ და თავზე წიხლს ურტყამდნენ. მთელი ოთხი სართული სერგო კვარაცხელიას სისიხლით იყო მოსვრილი. ერთ-ერთმა სახეზეც მოაშარდა. ქალები, სერგოს დასერილ სხეულს, სათესლე ჯირკვლებს გახურებული შანთებით უწვავდნენ. რკინის ურიკას ცეცხლი წააუკიდეს, გაავარვარეს და ზედ დასვეს. კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა სერგო კვარცხელიას დანით 29 ჭრილობა მიაყენა და ე.წ “შპრიცი” გულის არეშე ჩაარტყა, რასაც სერგო კვარცხელიას სიკვდილი გამოიწვია.
გაგონილმა და ნანახმა შეძრა წალენჯიხა. კვარაცხელიას შველა ვერავინ შეძლო, ვერც მაშინდელმა – მერმა და ვერც – პოლიციამ.
ბოლოს, სერგო უდანაშაულო აღმოჩნდა . სამართალდამცავებმა გარდაცვლილის (ვისი საფლავიც გაიძარცვა) დედა და ძმა ციხეში გამოამწყვდია.
როგორც ამბობენ ხელისუფლებას შეეძლო შველა, მაგრამ არ გააკეთა მეტიც ხელისუფლების წარმომდაგნელები ხელშემწყობის ფუნქციასაც კი ასრულებდნენ. დღემდე უცნობი ვინ  გასცა ბრძნება სპეცრაზმის ჩახსნის თაობაზე და რატომ არ აღკვეთეს წალენჯიხაში კრიმინალების თარეში….

გაგრძელება იქნება

banner
წინა სტატიაშიავარია თელავში – დაშავებულია ორი ადამიანი
შემდეგი სტატია“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა