ავარია ახალციხეში – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ახალციხეში, სოფელ ფარეხასთან, ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ