ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთონ

საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინა ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, საქართველოში დამტკიცებული ეროვნული გეგმის თანახმად, მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად.

„მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიავარია ახალციხეში – გარდაიცვალა ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიატიკარაძე – შემდეგ კვირაში გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინის 100 000 დოზა