აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს არ წყვეტენ

აუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს არ წყვეტენ. მათ საარჩევნო უბნების პიკეტირება დაიწყეს. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით უბნები დაიხურა.

აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პრემიერმინისტრის და პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მათ მოთხოვნებს.

აქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებსაც ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის დანგრევის გამო ციხეში მოხვდებით
შემდეგი სტატია(video) პიკაპის ტიპის სამხედრო ავტომობილი მტკვარში გადავარდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი