საყდრისის დანგრევის გამო ციხეში მოხვდებით

“მე გარწმუნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს ამის გამო, საყდრისის დანგრევის გამო და როცა ციხეში მოხვდებით, ბატონო მიშა, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ სწორად მოიქეცით, თუ არ მოიქეცით, როცა იმ ბრძანებულებას მოაწერეთ ხელი ” ასე მიმართა ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტირის მინისტრობიოს კანდიდატს მიხეილ გიორგაძეს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის სამოქმედო გეგმას აცნობს.

ირმა ინაშვილი საყდრისის გარდა, მიხეილ გიორგაძის პასუხისმგებლობის საკითხს მუზეუმებთან დაკავშირებითაც აყენებს და აცხადებს, რომ თითქმის ყველა საცავსა და მუზეუმში მძიმე ვითარებაამ თუმცა ამ საკითხით გიორგაძე არ ინტერესდება. ინაშვილმა მინისტრობის კანდიდას მის მიერ დაარსებული კომპნია “ისთერნ პრომოუშენიც” შეახსენა.

https://youtu.be/vvCHBJCIlJk

 

banner
წინა სტატიაშიგაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა
შემდეგი სტატიააუდიტორია 115-ის წევრები პროტესტს არ წყვეტენ