აუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.

”დღესაც გრძელდება პროცესი. გუშინ გამოიკითხა მხოლოდ რამდენიმე პირი. რამდენიმე პირმა პროცესის გადადება მოითხოვა და შესაბამისად, უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან ისინიც. გამოკითხვების პროცესი ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ გვქონდა მიმდინარე ხელფასებზე ინფორმაცია, თუმცა ორივე გამოკითხულმა პირმა დაადასტურა, რომ გასულ პერიოდებში ჰქონდათ მაღალი ხელფასი, რაც, სავარაუდოდ, იძლეოდა შემოწირულების განხორციელების საშუალებას”, – განაცხადა ოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა აზნაურაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” სულ 14 შემომწირველთან დაკავშირებით აქვს კითხვები. საუბარია მათი მხრიდან აგვისტოში განხორციელებულ შემოწირულებაზე.

banner
წინა სტატიაშიკანონმდებლები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიააგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამაზე 3 მილიონი ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ – 100 ათასი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 11 ათასი დახარჯა