აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამაზე 3 მილიონი ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ – 100 ათასი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი – 11 ათასი დახარჯა

1-21 აგვისტოს პერიოდში ”ქართულმა ოცნებამ” რეკლამაზე 3 150 287 ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახურის მიერ  მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ 20-დღიან პერიოდში ”ქართულმა ოცნებამ” სულ 3 243 414 ლარი დახარჯა, აქედან შრომის ანაზღაურებაზე – 5 000 ლარი.

”ქართული ოცნების” შემდეგ, ყველაზე მეტი ხარჯი ”ევროპულმა საქართველომ” გასწია – 142 263 ლარი, საიდანაც 100 758 ლარი რეკლამის ხარჯია.

90 456 ლარი დახარჯა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, აქედან 11 747 ლარი – რეკლამაზე, 25 375 – შრომის ანაზღაურებაზე.

”პატრიოტთა ალიანსის” ხარჯებმა 84 120 ლარი შეადგინა, საიდანაც 8 400 ლარი რეკლამის ხარჯია, 2 872 ლარი კი – შრომის ანაზღაურება.

”გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ” 1-21 აგვისტოს პერიოდში 77 350 ლარი დახარჯა, საიდანაც ძირითადი ნაწილი – 42 750 ლარი შრომის ანაზღაურებას შეადგენს.

43 340 ლარი დახარჯეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, აქედან 19 875 ლარი – შრომის ანაზღაურებაზე.

38 433 ლარი შეადგინა ”ლეიბორისტული პარტიის” მიერ გაწეულმა ხარჯმა, 34 978 ლარი კი – ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

სულ, პარტიების მიერ 1-21 აგვისტოს პერიოდში გაწეულმა ხარჯმა 3 880 396 ლარი შეადგინა.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურში ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს