„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ლიეტუველ კოლეგასთან, ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენესთან შეხვედრა გამართა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსა და ლიეტუვას დელეგაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები“, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეხვედრისას ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ვილია ალეკნაიტე აბრამიკიენეს ლიეტუვას მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი: ხელისუფლებამ მიიღო ის ვარიანტი ამნისტიის, რომელიც მას უნდოდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: შესაძლოა, არავის გვსურს ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია