,,აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით”

აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქცია აუცილებლად დაუჭერს მხარს უმრავლესობის 9 დეპუტატის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ხვალ აუცილებლად დავუჭერთ მხარს უმრავლესობის ერთი ნაწილის, 9 დეპუტატის ინიციატივას. მათ შორის ქალბატონი ეკა ბესელია არის ამ ინიციატორებში. აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე დავიწყოთ სერიოზული, სიღრმისეული რეფორმა სასამართლო სისტემისა, მათ შორის პარლამენტში”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში,,მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებ”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა