სალომე ზურაბიშვილი – ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

შეხვედრის მოკლე შეფასება და ვიდეომასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ანგელა მერკელთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ანგელა მერკელმა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში,,აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი ცალ-ცალკე უკრავს