ატოცში პოლიციელებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს შორის ინციდენტი მოხდა

სოფელ ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებს, ადგილობრივმა პოლიციელებმა მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან ახლოს გამართული ტენტის დაშლა და უკან 30 მეტრით გადატანა მოსთხოვეს. ამ ტენტზე აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშები. დავით ქაცარავამ უარი თქვა პოლიციელთა მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის მთავრობის დაკვეთას ასრულებს მაშინ , როცა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ტენტის გადაადგილებას მოითხოვს.
ქაცარავამ პოლიციელებს განუცხადა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა
საოკუპაციო ძალებს დისკომფორტს უქმნის და ახალი ღობეების დამონტაჟებაში უშლის ხელს. პოლიციელებმა განუმარტეს დავით ქაცარავას, რომ ტენტის გადაადგილება მისივე უსაფრთხოების მიზნითაა საჭირო. დავით ქაცარავამ საბოლოოდ უარი თქვა ტენტის დაშლაზე და განაცხადა, რომ ყველას გაუწევს წინააღმდეგობას, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანია იყო ევროპელი მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ არ იდგა ევროპულ გზაზე ისე მყარად, როგორც დღეს
შემდეგი სტატიაპატრულს გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება