ატო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს

“შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აღნიშნულია ნატო-ს პრესსპიკერის, ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში. მისივე თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან.

”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და რეალური ძალისხმევა განახორციელოს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად,” – აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 18 თებერვალს უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: კომედიანტებს ვხედავთ მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი სასჯელაღსულების მე-9 დაწესებულებას ხვალ დატოვებს