„ატლასგლობალი“ მზავრების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

„ატლასგლობალი“ მზავრების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

tvitერთ-ერთი ავიარეისი, რომელიც სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, გაიდაიდო.

როგორც ავიაკომპანია „ატლასგლობალში“ აცხადებენ, ავიაკომპანიის რეისზე სტამბული-თბილისის მიმართულებით, რეგისტრაცია უკვე 129 მგზავრმა გაიარა.

მათივე ინფორმაციით, რეისი გადადებულია.

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40-მდე დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები.

მომხდარი აფეთქების შემდეგ სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ცხელის ხაზის ნომერები ამოქმედდა.

ცხელი ხაზის ნომერი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ შემდეგია: +90 541 818 44 00; +90 (541) 818 44 00.

banner
წინა სტატიაშიაეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის პრემიერმა სპეციალური საბჭო შექმნა
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობა კიდევ ერთ აფეთქებაზე ავრცელებს ინფორმაციას