აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო თურქეთის პრემიერმა სპეციალური საბჭო შექმნა

a1-29ორმა თვითმკველლმა-ტერორისტმა თავი კონტროლის გასასვლელთან აიფეთქა – Reuters-ი ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ისინი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი იყვნენ.
თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა კრიზისებსი ცენტრი შექმნა დაავალა შესაბამის უწყებებს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგადაც, უკანასკნელი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
თვითმხილველები 4 შეიარაღებულ ბოევიკზე საუბრობენ, რომლებიც შენობიდან გარბოდნენ – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სავარაუდოდ, ორი აფეთქება მოხდა და ისმოდა სროლის ხმებიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს – “თაიმერს” საგარეო უწყებაში განუცხადეს.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატია„ატლასგლობალი“ მზავრების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს