(VIDEO) “ათმაგი ძალით ვიმუშავებთ ფოთში”- მიხეილ სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომლითაც მან ფოთელებს მიმართა.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ფოთში “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნაკლები რამის გაკეთება გამოუვიდა. ამავდროულად ოდესის გუბერნატორი პირდება ფოთელებს, რომ ათმაგი ძალით იმუშავებს მის დროს დაწყებული პროექტების განსახორცეიელბლად.

“მე ფოთთან დაკავშირებით ყიველთვის დიდი გეგმები მქონდა და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილის განხორციელება ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც განვავითარეთ ბათუმი, შემდეგი ჩვენთვის იყო ფოთი და ფოთის შემდგომი სამეგრელოს ზონა.

ფოთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ფოთში ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი. რაღაცების გაკეთება მოვახერხეთ, ტაძარი ავაღორძინეთ, თეატრი ავაშენეთ, გზები მივიყვანეთ ზოგან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ხალხს აქვს კრედიტები, რომელსაც ვერ იხდის. ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ღირსეული შემოსავლის გარეშე. გაჩერდა დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელიც აზერბაიჯანელებთან ერთად შევთანხმდით, მილიარდნახევარი დოლარის ჩადებას აპირებდნენ ფოთთან უზარმაზარი ქარხნის მშენებლობაში და ეს დაასაქმებდა პრაქტიკულად ყველა ფოთელს.

ხალხს ძალიან გაუჭირდა. რა თქმა უნდა, არც ეს პენსიაა საკმარისი. ჩვენ მივეცით ბინები დევნილთა ოჯახებს, დავიწყეთ ეს პროგრამა, მაგრამ არ გაგრძელდა იმ მასშტაბით, როგორც უნდა გაგრძელებულუყო.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად უკმაყოფილო ვარ, რომ ფოთში, ალბათ, ყველაზე ნაკლები გამოგვივიდა. მაგრამ ბოლო 4 წლის ჩავარდნასაც სერიოზული გამოსწორება უნდა. ამიტომ ჩვენ ათმაგო ძალით ვიმუშავებთ ფოთში. ჩვენ შევძლებთ ფოთის იმ ცენტრად ქცევას, რომელსაც ისტორიულად იმსახურებს”,- განაცხადა სააკაშვილმა.

https://youtu.be/7lmDjN0zH-o

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის ქმედებები სრულიად ადეკვატური იყო”- სერგო რატიანი ქორწინების საკითხზე საუბრობს