“პრეზიდენტის ქმედებები სრულიად ადეკვატური იყო”- სერგო რატიანი ქორწინების საკითხზე საუბრობს

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე პრეზიდენტის უარს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“პრეზიდენტის ქმედებები სრულიად ადეკვატური იყო, ის კანონისა და კონსტიტუციის დაცვით მოქმედებდა. ეს პრობლემა ხელოვნურად არის წამოწეული, ქართულ ოცნებას სურს თავისი უუნარობა გადაფაროს და ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არის დასავლეთის წინააღმდეგი,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში ჩაიწერება, რასაც მომავალი მოწვევის პარლამენტი შეძლებს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ათმაგი ძალით ვიმუშავებთ ფოთში”- მიხეილ სააკაშვილი ფოთელებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იგეგმება