ატენის ქუჩის მცხოვრებლები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. მათ დედაქალაქის მერიაში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს, რომლითაც 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ატენის 19 ნომერში 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეხება. 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა კი უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.

ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა მერიაში. გაბუნიამ აღნიშნა, რომ თუ კორპუსის მშენებლობა ხვალ არ შეჩერდება, უკვე ზეგიდან, ადგილობრივები აქციებს გამართავენ.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი გზასაც გადაკეტავენ.

ადვოკატის თქმით, ისინი ხვალ პროკურატურასაც მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაიას პასუხი “სეხნია” ოქრიაშვილს
შემდეგი სტატიახარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო