ასწლოვანი ტიტის ჯიშის ხე გურიაში-სპეციალური ტექნიკა ხის გადატანას სანაპიროზე ცდილობს

ციხისძირის სანაპიროდან ზღვით გადატანილი ტიტას ხე ამჟამად შეკვეთილის [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] სანაპიროსთანაა მიტანილი და მიმდინარეობს მისი ხმელეთზე გადატანის სამუშაოები. ხე შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, ბაღში დაირგვება, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს.

სამი ხის გადასატანად ციხისძირში საგანგებოდ ააგეს დროებითი ნავმისადგომი. სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ 6200 ლარად გადასცა საკუთრებაში ერთი ტიტას ხე და ორი ჭაობის კიპარისი.

კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, პარალელურად დაიწყება დარჩენილი ორი ხის, ჭაობის კიპარისების გადასატანად მომზადების სამუშაოები, თუმცა ზუსტი დრო ,თუ როდის გადაიტანენ ხეებს, ჯერ ცნობილი არ არის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სპეციალისტს უნდა მიმართონ, რომელიც იტყვის, თუ რა პერიოდში იქნება შესაძლებელი ხის გადარგვა, რომ მცენარე არ გახმეს.

ციხისძირის სანაპიროდან შეკვეთილში ასწლოვანი ხე ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გუშინ, 23 მარტს გადაიტანეს.

წყარო: ბათუმელები

banner
წინა სტატიაშისენაკელები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან
შემდეგი სტატიაპროკურორი ფატუ ბენსუდა გავლენიან გამოცემა “გარდიანში” აქვეყნებს სტატიას, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს 2008 წლის ომის გამოძიების საჭიროებას