სენაკელები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

tyiriსენაკის რაიონის სოფელ ტყირის მოსახელობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. „გამგეობა გზის დაგებას დაგვპირდა, მაგრამ სამი კილომეტრის ნაცვლად, მხოლოდ 2 კილომეტრ 350 კვადრატულ მეტრს აგებს,“ – აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც საპროტესტო აქციაზე აღინიშნა, დაახლოებით, 28 ოჯახი გზის გარეშე რჩება. ამიტომ, თუ გზის ბოლომდე დაგება არ მოხდება, მოსახლეობა მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება.
სენაკის გამგეობაში „თაიმერს“ განუცხადეს, რომ გზის დაგებისთვის გამოყოფილი 400 ათასი ლარიადა ეს თანხა სწორედ 2 კილომეტრ 350 კვადრატულმეტრს ყოფნის. „გზის დარჩენილ ნაწილს მომავალი წლის ბიჯეტში ჩავსვამთ,“ – აღნიშნეს სენაკის გამგეობაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაასწლოვანი ტიტის ჯიშის ხე გურიაში-სპეციალური ტექნიკა ხის გადატანას სანაპიროზე ცდილობს