ასწლოვანი ხეების გადარგვა – “მწვანე მუშტი” გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავს

ასწლოვანი ხეების აჭარიდან გურიაში გადარგვას აპროტესტებს და გარემოსდაცვითი მონიტორინგისკენ მოუწოდებს გარემოს დაცვის სამინისტროს მოძრაობა მწვანე მუშტი. ისინი ამ მოთხოვნით დღეს სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიმართავენ.

მათი განმარტებით, ასწლოვანი ხეების შეუფერხებლად გადატანისთვის ციხისიძირის ტყიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე, ასევე ზღვის სანაპიროზე შეკვეთილში ტრანსპორტირებისთვის სპეციალურად დაიგო გზები, რამაც შესაძლოა ლადშაფტი დააზიანოს.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ათეული ხის გადატანა იგეგმება. მოძრაობა მწვანე მუშტი მოითხოვს მომზადდეს დეტალური დასკვნა, რა ემუქრება გარემოს ასეთი ჩარევის შედეგად.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-ის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვით წარსდგებიან