ასლან აბაშიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურისა და მასთან დაახლოებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს გამოაცხადა.

ასლან აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის 100 ათასი, თენგიზ ასანიძისთვის კი, 30 ათასი ლარის გადახდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა პირებთან დაკაკავშირებითაც გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს კი, რომელიც თითქმის 2 წელია, უკვე პატიმრობაშია, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა.

გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე.

ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წელს აღიძრა. ადვოკატებმა დღეს კომენტარი არ გააკეთეს, ამდენად უცნობია, გაასაჩივრებენ თუ არა ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის ბრძანებით, ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება
შემდეგი სტატიაგორის ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია