აშშ-ში ტერორისტებთან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენელი გადადგა

შეერთებულ შტატებში თანამდებობიდან გადადგა ბრეტ მაკგიორკი, ქვეყნის სპეციალური ელჩი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში იყო პასუხისმგებელი – 22 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.
ბრეტ მაკგიორკის თანამდებობიდან განთავისუფლება ოფიციალურად 31 დეკემბერს მოხდება. გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან სირიიდან ჯარის გამოყვანის შესახებ, რომლის შემდეგადაც გადადგა, ასევე, შტატების თავდაცვის მინისტრი.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია და დროა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გამიყვანონ

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში აშშ-ს ელჩი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკადიროვმა პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე დაიწყო საუბარი