კადიროვმა პოლიტიკური კარიერის დასრულებაზე დაიწყო საუბარი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი სურვილია პოლიტიკური კარიერა დაასრულოს – რუსულ «Москва 24»-თან ინტერვიუში თქვა შაბათს, 22 დეკემბერს. “რეგიონის, რესპუბლიკის ხელმძღვანელის კარიერა მინდა დავასრულო” – თქვა კადიროვმა და დაამატა, რომ მომავალ არჩევნებზე მას რესპუბლიკის ხელმძღვანელობაზე პრეტენზია აღარ ექნება. ასევე, მისი თქმით, ის “იმ დონის ადამიანი არ არის, რომ რომელიმე ფედერალურ სამინისტროს ჩაუდგეს სათავეში”.

თანამდებობის დატოვების შესახებ კადიროვმა, თავდაპირველად 2017 წელს ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ დრო მოვიდა ჩეჩნეთში ხელმძღვანელი შეიცვალოს. კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მეთაურობს. 2016 წლის პირდაპირ არჩევნებზე მას ამომრჩეველთა 97,5%-მა მისცა ხმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ტერორისტებთან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენელი გადადგა
შემდეგი სტატიამარსზე კრატერი წყლის ყინულით არის სავსე