აშშ-ში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა წარმატებით გამოსცადეს

აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ძალებმა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ ბალისტიკური რაკეტის განადგურება წარმატებით განახორციელეს. რაკეტა-სატყუარა ოკეანის თავზე თვითმფრინავმა C-17-მა ჰავაიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით გაუშვა.
ეს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის განადგურების მეორე წარმატებული მცდელობაა, რომელსაც Aegis Ashore სისტემის რაკეტდამჭერი SM-3 Block IIA ანხორციელებს.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს დირექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა სემ გრივზმა სამხედრო მოსამსახურეებს წარმატება მიულოცა – “ამერიკის ხმა” წერს. პირველი წარმატებული განადგურება ოქტომბერში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა საკუთარი იმპიჩმენტის შემთხევვაში არეულობები იწინასწარმეტველა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით მყარი პოზიციები აქვს