- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
მნიშვნელოვანი
- ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
სხვა სტატიები
- ივანიშვილი სასამართლოში არსებულ პრობლემებში ვერ ერკვევა ან პირიქით, ერკვევა და შეგნებულად ცდილობს მათ დამალვას – კახა წიქარიშვილი
- ეს იყო უბრალოდ, ერთი ადამიანის ამ ადამიანთა ჯგუფის ახირება და შიში, – კობა ნაყოფია უკრაინაში მის არშეშვებას აფასებს
- „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პროგრამის „ჩემი სახლი“ შეჩერების გამო აკრიტიკებს
„სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატურ მოქმედებებს, იმაზე რაც ხდებოდა გუშინ ბათუმის ქუჩებში“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბათუმში გუშინ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას. მისივე თქმით, გამოძიებამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სწორ დასკვნებს კიდევ ერთხელ გამოიტანს თავად საზოგადოებაც.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინ მდგომარეობის ესკალაციას ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები“.
„ჩვენ გუშინ ვხედავდით, როგორ მოუწოდებდნენ ე.წ. სოლიდარობისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ამას თავის სახელი უნდა დაერქვას ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. ისინი ცდილობდნენ, რომ ის ესკალაცია რაც ხდებოდა ბათუმის ქუჩებში, გადაზრდილიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ესკალაციაში. ამისი მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამუდმებული ზრახვები, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადგილი ვერ დაიმკვიდროს რეალურად ევროპულ სამყაროში, რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება განიცადოს რღვევა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ამ არეულობის მომენტებში გამოიჩინონ თავი და ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.