აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ეს მაჩვენებელი აშშ-ისთვის რეკორდულია. საერთო ჯამში, 9 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 817-ს მიაღწია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობითაც გლობალური ლიდერია, ქვეყანაში კორონავირუსი 432 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 23 906 პაციენტი.

banner
წინა სტატიაში1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 31 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაEBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციისას დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ