1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 31 წელი გავიდა

31 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს საქართველოს საბჭოთა კავშირის შმადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. დარბევამდე რუსტაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია და შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ერში არსებული 9 აპრილის იმპულსი, იყო, არის, და იქნება…
შემდეგი სტატიააშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა